ოლიმპიადური მათემატიკა
ოლიმპიადური მათემატიკა
არასტანდარტული ამოცანები, მსჯელობა და დამტკიცება — მომზადება მათემატიკური ოლიმპიადებისთვის.

კურსი განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებსაც უყვართ ფიქრი და არ ეშინიათ რთული ამოცანების. ვსწავლობთ ამოცანის ამოხსნის სტრატეგიებს: კერძო შემთხვევების განხილვას, უკუსვლას, ინვარიანტებს, დირიხლეს პრინციპს და მათემატიკურ ინდუქციას.
რას ისწავლის მოსწავლე
- ამოხსნის ლოგიკურად და სრულად ჩამოყალიბებას;
- გეომეტრიულ აგებებსა და დამტკიცებებს;
- რიცხვთა თეორიისა და კომბინატორიკის საწყისებს;
- შეცდომის პოვნას საკუთარ მსჯელობაში.
როგორ მიმდინარეობს მეცადინეობა
ყოველი შეხვედრა იწყება ერთი „დიდი კითხვით“. მოსწავლეები ჯერ დამოუკიდებლად ფიქრობენ, შემდეგ წყვილებში ადარებენ იდეებს, ბოლოს კი ერთად ვაყალიბებთ სრულ ამოხსნას. სემესტრში ორჯერ ვატარებთ შიდა ოლიმპიადას.

